2017 წლის სავალდებულო კრედიტ-საათების დავალიანების მქონე ადვოკატთა საყურადღებოდ!

ადვოკატებმა, რომლებმაც 2017 წლის საანგარიშო პერიოდში (1 იანვრიდან-20 დეკემბრამდე) ვერ დააგროვეს სავალდებულო კრედიტ-საათები, განგრძობადი იურიდიული განათლების წესების მე-7 მუხლის, 7.2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების მიღებიდან სამი თვის ვადაში უნდა გაიარონ ფასიანი საგანმანათლებლო ღონისძიება. 2018 წლის 12 იანვრის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ერთი საგანმანათლებლო ღონისძიების საფასური განისაზღვრა 50 ლარით.