2017 წელს გაწევრიანებულ ადვოკატთა საყურადღებოდ!

საბუთების მიღება დასრულებულია

ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი აცხადებს, “სტაჟირების სისტემის ფარგლებში”, პილოტური სწავლებისთვის კანდიდატთა (2017 წელს გაწევრიანებულ ადვოკატთა, რომელთაც 2014–2016 წლებში დაამთავრეს უნივერსიტეტი) შესარჩევ კონკურსს.

სასწავლო კურსის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და  შეირჩევა მხოლოდ პირველი 15 კანდიდატი (First come first served პრინციპით); 5 სამოქალაქო სამართლის, 5 სისხლის სამართლის და 5 საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი.

პილოტური სწავლების ხანგრძლივობაა 90 საათი (19 დღე).

კურსი ჩატარდება თბილისში.

სასწავლო კურსის გავლა უფასოა.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემა სერტიფიკატები.

სწავლებას გაუძღვებიან ხანგრძლივი გამოცდილების მქონე პროფესიონალები.

სასწავლო პროგრამა და ლექტორები:

1. იურიდიული მართლწერა სამოქალაქო სამართლის სპეციალისტებისთვის
24 საათი (6 დღე)

  • სამართლებრივი ანალიზი;
  • ხელშეკრულების შედგენა, შინაარსი;
  • საპროცესო დოკუმენტების შედგენა.

ლექტორი: ბ–ნ ლაშა კალანდაძე.

1.1. იურიდიული მართლწერა სისხლის სამართლის სპეციალისტებისთვის
24 საათი (6 დღე)

  • სამართლებრივი მართლწერის უნარ–ჩვევები;
  • შუამდგომლობები;
  • საჩივრები.

ლექტორი: ბ–ნ გიორგი ტურაზაშვილი.

2. ევროპული სტანდარტები
8 საათი (2 დღე)

ლექტორი: ბ–ნ ზაზა ხატიაშვილი.

3. ადვოკატის უნარჩვევები
18 საათი (3 დღე)

  • ადვოკატის იმიჯი;
  • საჯარო გამოსვლების უნარები;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარ–ჩვევები;
  • ადვოკატის ურთიერთობა მედიასთან.

ლექტორი: ბ–ნ ლადო მკერვალიშვილი.

4. კლიენტთან ინტერვიუ
6 საათი (1 დღე)

ლექტორი: ბ–ნ ირაკლი ყანდაშვილი.

5. საადვოკატო საქმიანობის (ბიუროს) ორგანიზება
12 საათი (3 დღე)

  • ადვოკატთა ასოციაციის როლი და ფუნქციები
  • ადვოკატის სამართლებრივი სტატუსი
  • საადვოკატო საქმიანობის მართვის სპეციფიკა და ფორმები.

ლექტორი: ბ–ნ  დავით ასათიანი

6. ადვოკატის პროფესიული ეთიკა და დისციპლინური პროცედურები
12 საათი (3 დღე)

  • ადვოკატის პასუხისმგებლობა (სამოქალაქო, სისხლი)

ლექტორები: ქ–ნ ანა ლორია და ბ–ნ გიორგი ტურაზაშვილი.

 7. დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები
10 საათი (2 დღე)
ლექტორი: ბ–ნ ირაკლი ყანდაშვილი.

კურსის გავლის მსურვებელბა ელ. მისამართზე sal.oniani@yahoo.com უნდა გამოაგზავნონ CV ქართულ ენაზე.

კურსში მონაწილეობას მიიღებს პირველი 15 კანდიდატი, 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+995 558563354 სალომე)