ზურაბ ძლიერიშვილი

Zura Dzlierishviliზურაბ ძლიერიშვილი საგანმანათლებლო საბჭოს წევრი

2014 წლის 17 ოქტომბრიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი;
2014 წლის 29 ოქტომბრიდან სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
2012 წლიდანგრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრული პროფესორი, კერძო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი;
2014 წლიდან იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოწვეული პედაგოგი;
2014 წლიდან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
1999-2014 წლებში სხვადასხვა კომპანიის კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში;
2013 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი;
2013 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს წევრი;
2013-2014 წლებში იუსტიციის სასწავლო ცენტრის ექსპერტი;
2012-2014 წლებში სხვადასხვა კომპანიის გადახდისუუნარობის საქმეებზე მომრიგებელი საბჭოს სასამართლოს მიერ დანიშნული წევრი;
2012 წლიდან გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრული პროფესორი;
2012 წლიდან აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი;
2010 წლიდან საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის მოწვეული ლექტორი;
2005 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი;
2009-2014 წლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრი;
2008 წლიდან ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, მოწვეული პროფესორი;
2007 წლიდან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი;
2006-2008 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტი სტოკჰოლმისა და მოსკოვის საარბიტრაჟო  სასამართლოებში;
2006-2007 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსექსპერტი ლონდონის საინვესტიციო დავების განმხილველ ცენტრში;
2005-2008 წლებში ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, სამოქალაქო საპროცესო სამართლის საპროფესოროს (კათედრის) ხელმძღვანელი;
2004-2006 წლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრი;
2006-2008 წლებში ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი;
2003-2007 წლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოწვეული სპეციალისტი;
2001-2003 წლებსა 2014 წელს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების კომისიის წევრი;
2001-2006 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი;
2001-2003 წლებში მოსამართლეთა სასწავლო ცენტრის ლექტორი;
1998-2005 წლებში ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტი, სამოქალაქო სამართლის კათედრის გამგის მოადგილე;
1999 წელს მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი ( 2005 წლიდან – სამართლის აკადემიური დოქტორი);
1997-1999 წლებში ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის მასწავლებელი;
1991-1999 წლებში წარჩინებით დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის (მონოგრაფია, სახელმძღვანელო, სტატია) ავტორი; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 8 სადოქტორო დისერტაცია და ათეულობით სამაგისტრო ნაშრომი.