ლაშა კალანდაძე

Lasha Kalandadzeლაშა კალანდაძე 
საგანმანათლებლო საბჭოს წევრი
დაიბადა 1974 წლის 21 მარტს, ქ. ქუთაისში.
1991 წელს დაამთავრა ქუთაისის #24 საშუალო სკოლა.
1995 წელს დაამთავრა სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი, იურისტ-ეკონომისტის სპეციალობით.
1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.
1998-2001 წლებში იყო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის ასპირანტი.
1998-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოში იუსტიციის საბჭოს წევრის რეფერენტად, შემდგომ კონსულტანტად, უფროს კონსულტანტად და ბოლოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწედ.
2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ.
2004-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე და სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.
2005 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
2006 წლიდან არის ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
2006 წლიდან არჩეულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
2007 წლიდან არჩეულია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად და თავმჯდომარედ.
2007 წლიდან ასევე, დაკისრებული აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება.