ვახტანგ მჭედლიშვილი

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1974 წლის 13 სექტემბერს ქ. ბორჯომში;

განათლება:

1981-1991 წლებში სწავლობდა ქ. ბორჯომის #1 საშუალო სკოლაში;

1992-1998 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე;

2000-2003 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი;

2003-2004 წლებში ბერლინის პარლამენტის სტიპენდიის ფარგლებში, გაიარა სამეცნიერო სტაჟირება ბერლინის თავისუფალ (FU) უნივერსიტეტში;

2006 წელს იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი;

2007 წელს ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის მხარდაჭერითა და ფონდ ,,ღია სამყაროს“ ლიდერთა პროგრამის ფარგლებში გაიარა მოკლევადიანი სტაჟირება ემორის უნივერსიტეტში საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებით;

2007 წელ გაიარა სტაჟირება ,,HBSS“-ის იურიდიულ კომპანიაში. აშშ, ქალაქი ატლანტა;

სამუშაო გამოცდილება:

1997-1999 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანაშემწე;

1999-2000 წლებში იყო საქართველოს შემოსავლების სამინისტროს რეფორმების სამდივნოს უფროსი, მინისტრის თანაშემწე;

2000 წელს იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სექტორის უფროსი;

2000-2003 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი;

2005 წელს იყო საკონსულტაციო კომპანია ,,სამართლებრივი ცენტრის“ დამფუძნებელი და დირექტორი;

2006 წელს იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი;

2007 წელს იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე;

2007 წლიდან არის თბილისის ივანე ჯავახიშვილი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;

2013 წელს მუშაობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილედ;

საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 16 იანვრის #16/01/01 განკარგულებით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად;