დათუნა მოდებაძე

საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს 1998 წლიდან

1997 წელს დაამთავრა ჰუმანიტარულ–ეკონომიკური ინსტიტუტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

1998–2003 წლები-კავშირი ,,ვექილი“ ადვოკატი.

2002–2006 წლები–საადვოკატო ბიუროს ,,ადვოკატთა ასოციაცია“ პრეზიდენტი.

2006 წლიდან – საადვოკატო ბიუროს ,,მოდებაძე და კომპანია“ დირექტორი.

2005–2012 წლები–ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი.  ჩაბარებული აქვს ადვოკატთა და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები.

2014 წლიდან–ადვოკატთა ასოციაციის  სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი. ტრენერი ეთიკის კოდექსის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სწავლებაზე. გავლილი აქვს ათეულობით ტრენინგი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე. არის  საქართველოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართული პირველ სასამართლო სხდომაზე მონაწილე პირველი ადვოკატი.

2013 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.