ტრენინგი ინტერნეტის სამართალში!

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს მიღებას ინტერნეტის სამართლის ტრენინგზე.

ტრენინგის მსვლელობისას განხილული იქნება როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა. ტრენინგზე დასწრებისთვის არ არის აუცილებელი ინტერნეტის ტექნიკური მხარის ცოდნა.

ტრენინგი შედგება ათი ლექციისგან. თითოეულ ლექციას ჩაატარებს შესაბამის სფეროში თეორიული ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ლექტორი.

ტრენინგის საკითხები და ლექტორები:

** გამოხატვის თავისუფლება ინტერნეტში – თამთა მურადაშვილი
** ვირტუალური/კრიპტოგრაფიული ვალუტა და მისი თავისებურებები. ვირტუალური ვალუტების რეგულირება (bitcoin-ის მაგალითზე) – გიორგი ტომარაძე
** ინტერნეტის რეგულირება – ლადო სვანაძე
** საავტორო უფლებების დაცვა ინტერნეტში – ნინო ცატუროვა
** ელექტრონული სავაჭრო პლატფორმებისა და ინტერნეტ მაღაზიების მეორადი პასუხისმგებლობა სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევისათვის – სოფო ფანჯიკიძე
** დომენური სახელების რეგულირება – სალომე ბერიშვილი
** ინტერნეტთან დაკავშირებული დავების განსჯადობა – გიორგი სვანაძე
** კონკურენციის სამართალი ინტერნეტის სივრცეში – ელენე თოთიბაძე
** კიბერდანაშაული – გიორგი პირველი
** სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემები – ლევან ნანობაშვილი

ტრენინგი აკრედიტებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ.

კურსის ხანგრძლივობა: 2 კვირა
თარიღები: 2018 წლის 19 თებერვალი – 2018 წლის 02 მარტი (ტრენინგი ჩატარდება ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა).
ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. 77ა (საქართველოს უნივერსიტეტის შენობა, სააკაძის მოედნის მიმდებარედ), ოთახი 420
ლექციების დაწყების დრო: 19:30
ერთი ლექციის ხანგრძლივობა: 2 საათი
ტრენინგის ღირებულება: 600 ლარი.

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) შემდეგ მისამართზე: internetlaw@ug.edu.ge 2018 წლის 15 თებერვლამდე.

საკონტაქტო ტელეფონი (10:00-18:00): +995 577 46 50 70