ტრენინგი თემაზე – ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი

შეგახსენებთ, რომ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების, სახელმწიფო ანტიკორუფციული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით, აცხადებს  (სამეგრელო, ზემო სვანეთის ადვოკატებისთვის)  განაცხადების  მიღებას 4 დღიან ტრენინგზე – ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი. 

 

ტრენინგი გაიმართება ანაკლიაში 31 ივლისი – 3 აგვისტო. ტრენინგის ფარგლებში მოხდება მსმენელების უზრუნველყოფა კვებით. პროექტი მონაწილეთა სასტუმროში განთავსების ხარჯებს არ ითვალისწინებს.

მოთხოვნები ტრენინგში მონაწილეობისთვის:

** ადვოკატები სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონებიდან

** სპეციალიზაცია საერთო ან სისხლის სამართლის მიმართულებით. 

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
** განაცხადი –  ტრენინგზე დასწრების თაობაზე;
** ბიოგრაფია, სადაც მოკლედ იქნება აღწერილი თქვენი გამოცდილების და საქმიანობის რელევანტურობა ტრენინგის შინაარსთან.

განაცხადის მიღება დასრულდება, იმ 40 ადვოკატის დარეგისტგრირებისთანავე, რომელიც აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ განაცხადი ელმისამართზე:  t.imnaishvili@gba.ge

სათაურის ველში მიუთითეთ – ,,ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება ამ ტრენინგის ფარგლებში.  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას გიხდით ტრენინგით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებას!