ტრენერთა შესარჩევი კონკურსი!

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროგრამასთან – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“  (USAID/PROLoG) – თანამშრომლობის ფარგლებში, ადვოკატებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად აცხადებს ტრენერთა შესარჩევ კონკურსს (TOT) პროფესიული განათლების შემდეგ სასწავლო მოდულებზე:

  1. „სამართლიანი სასამართლოს და საკუთრების უფლებათა ურთიერთმიმართება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში ”;
  2. „სამართლებრივი წერა და დასაბუთება’’ (სარჩელის მომზადება და დასაბუთება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე);
  3. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ” (ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის საქმეები);
  4.  „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ” ( სისხლის სამართლის საქმეები);

ტრენინგებს გაუძღვებიან სამართლის  დარგის ქართველი ექსპერტები  წინასწარ მომზადებული მოდულის საფუძველზე.

ტრენერთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
** ადვოკატებს;
** სხვა პრაქტიკოს იურისტებს;
** იურიდიული ფაკულტეტების/სამართლის სკოლების პროფესორ-მასწავლებლებს;
** სამართლის მაგისტრებს ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს;
** პროფესიით მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილების მქონე პირებს (იგულისხმება მოდულით გათვალისწინებული და მომიჯნავე დარგები;

სხვა სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (სასურველია ამ მიმართულებით კანდიდატს გავლილი ჰქონდეს ტრენინგები/კურსები ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგ ცენტრში ან სხვა სასწავლო დაწესებულებაში);
**  საპროცესო კანონმდებლობის პრაქტიკული გამოცდილება და საფუძვლიანი ცოდნა (ეს მოთხოვნა ეხება, მხოლოდ პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებულ მოდულს);
** მოდულით გათვალისწინებული საკითხების შესახებ მსჯელობის და მათი გააზრების უნარი.

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
** CV (ქართულ ენაზე);
** უმაღლესი განათლების ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთის/დიპლომის ასლი;
** სამოტივაციო წერილი.

გთხოვთ, სამოტივაციო წერილში ყურადღება გაამახვილოთ, რა კავშირია თქვენ სამუშაო გამოცდილებასა და მოდულის შინაარს შორის. სამოტივაციო წერილით, გთხოვთ, ასევე წარმოადგინოთ იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომელიც, თქვენის აზრით, შესაბამის მოდულში უნდა იქნეს გათვალისწინებული.

კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავს კანდიდატების შერჩევას წარმოდგენილ განაცხადზე დაყრდნობით,  მეორე ეტაპი -ტესტირებას, მესამე ეტაპი – გასაუბრებას. შერჩეული კანდიდატები,  სასწავლო მოდულის მიხედვით, გაივლიან სპეციალურ მომზადებას.განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 27 მარტი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ განაცხადი ელ-მისამართზე: edu@gba.ge
სათაურის ველში მიუთითეთ – შესაბამისი მოდულის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას გიხდით კონკურსით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

 

გამოქვეყნებულია