ტრენერთა შესარჩევი კონკურსი!

ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობის ფარგლებში, ადვოკატებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად აცხადებს ტრენერთა შესარჩევ კონკურსს პროფესიული განათლების შემდეგ  სასწავლო მოდულებზე:

სამოქალაქო სამართლის მიმართულებით:

მოდული #1 ახალი ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში (კერძოდ: საპროცენტო განაკვეთი, უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი სესხები, საბანკო კრედიტი);

მოდული #2 მემკვიდრეობითი სამართალი;

მოდული #3 სანივთო სამართალი (გირავნობა/იპოთეკა, საკუთრების აღიარებისა და რეგისტრაციის საკითხები; სამეზობლო სამართალი);

მოდული #4 სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, გარიგების ფორმა და საცილო გარიგებები

მოდული #5 ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში: არანებაყოფილობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსება და მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები; კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ;

მოდული #6 კანონი საჯარო სამსახურის შესახებ: შვებულება და ხელშეკრულებები, საჯარო სამსახურის შესახებ კანონისა და შრომის კოდექსის მსგავსებები და განსხვავებები საჯარო სამსახურთან მიმართებაში;

სისხლის სამართლის მიმართულებით:

მოდული #7 ფარული საგამოძიებო მოქმედებები;

მოდული #8 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი – აქტუალური საკითხები;

მოდული #9 სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ქმედების კვალიფიკაციის აქტუალური საკითხები;

მოდული #10 საპროცესო დოკუმენტების (შუამდგომლობების) დასაბუთება.

საერთაშორისო სამართლის მიმართულებით:

მოდული #11 პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვა.

ტრენერების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ადვოკატებს, იურიდიული ფაკულტეტების/სამართლის სკოლების პროფესორ–მასწავლებლებს და სხვა პრაქტიკოს იურისტებს, რომლებიც ფლობენ სამართლის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს.

კანდიდატების შერჩევისას გათვალისწინებული იქნება: რელევანტური პროფესიული გამოცდილება; რელევანტური აკადემიური გამოცდილება; სწავლების და კვლევის რელევანტური გამოცდილება.

კონკურსის მოიცავს კანდიდატების შერჩევას წარმოდგენილ განაცხადზე დაყრდნობით. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები, მათ მიერ არჩეული სასწავლო მოდულის(ების) მიხედვით, მოდულის შინაარსობრივ ნაწილზე, გაივლიან სპეციალურ მომზადებას და ტრენინგს ტრენერთა უნარ–ჩვევებზე. რის შემდგომაც დაიწყებენ მოდულების სწავლებას ადვოკატებისთვის თბილისსა და რეგიონებში.

ტრენერთა ტრენინგების გავლის შემდეგ, ყველა კანდიდატი ვალდებულია ჩაატაროს სამი პილოტური ტრენინგი ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის, ანაზღაურების გარეშე. უპირატესობა მიენიჭებათ ახალ კადრებს.

დაინტერესებულმა პირებმა შემდეგ ელ. ფოსტაზეeducation@gba.ge

ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ:

შევსებული განაცხადის ფორმა

(იხილეთ დანართი)

განაცხადის მიღება წარმოებს 2017 წლის  30 აპრილის ჩათვლით, 18:00 საათამდე.

განაცხადის მიღება დადასტურდება ელ. ფოსტიდან education@gba.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: (+995 32) 555070786 / 555010605 / 555007708

გამოქვეყნებულია