ტრენერთა შესარჩევი კონკურსი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს ტრენერთა შესარჩევ კონკურსს პროფესიული სწავლების შემდეგ მოდულზე:

კონკურენციის სამართალი.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტრენერთა ტრენინგს წინასწარ შემუშავებული მოდულის საფუძველზე, რომელსაც გაუძღვება შესაბამისი დარგის ქართველი ექსპერტი.

 

ტრენერთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
** ადვოკატებს;
** სხვა პრაქტიკოს იურისტებს;
** იურიდიული ფაკულტეტების/სამართლის სკოლების პროფესორ-მასწავლებლებს,

რომელთაც აქვთ მოდულით გათვალისწინებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება.


სხვა სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (სასურველია ამ მიმართულებით კანდიდატს გავლილი ჰქონდეს ტრენინგები/კურსები ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგ ცენტრში ან სხვა სასწავლო დაწესებულებაში);
** ტრენინგების/ლექციების ჩატარების გამოცდილება;
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
** CV (ქართულ ენაზე);
** უმაღლესი განათლების ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთის/დიპლომის ასლი;
** სამოტივაციო წერილი.

გთხოვთ, სამოტივაციო წერილში ყურადღება გაამახვილოთ, რა კავშირია თქვენსამუშაო გამოცდილებასა და მოდულის შინაარს შორის.

კონკურსი მოიცავს კანდიდატების შერჩევას წარმოდგენილ განაცხადზე დაყრდნობით. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ჩატარდეს გასაუბრების ეტაპი.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 8 ოქტომბერი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ განაცხადი ელ-მისამართზე: a.goderdzishvili@gba.ge
სათაურის ველში მიუთითეთ – შესაბამისი მოდულის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
ტრენინგი მოდული შემუშავება და ტრენერთა ტრენინგის ჩატარება მხარდაჭერილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროქტის მიერ.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას გიხდით კონკურსით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!