ტრენერთა შესარჩევი კონკურსი!

ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი, საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტთან (USAID/PROLoG) თანამშრომლობის ფარგლებში, ადვოკატებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად აცხადებს ტრენერთა შესარჩევ კონკურსს პროფესიული განათლების შემდეგ  სასწავლო მოდულებზე:

მოდული#1
საპროცესო შეთანხმება და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა ასპექტები“.

მოდული#2
სამართლებრივი დასაბუთება და მართლწერა“.

მოდული#3
ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა ასპექტები“.

ტრენერების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ადვოკატებს, იურიდიული ფაკულტეტების/სამართლის სკოლების პროფესორ–მასწავლებლებს და სხვა პრაქტიკოს იურისტებს, რომლებიც ფლობენ სამართლის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს.

კანდიდატების შერჩევისას გათვალისწინებული იქნება: რელევანტური პროფესიული გამოცდილება; რელევანტური აკადემიური გამოცდილება; სწავლების და კვლევის რელევანტური გამოცდილება.

კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავს კანდიდატების შერჩევას წარმოდგენილ განაცხადზე დაყრდნობით, ხოლო მეორე ეტაპი – გასაუბრებას. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები, მათ მიერ არჩეული სასწავლო მოდულის მიხედვით, სასწავლო ცენტრის ექსპერტების დახმარებით მოდულის შინაარსობრივ ნაწილზე, გაივლიან სპეციალურ მომზადებას, რის შემდგომაც დაიწყებენ მოდულების სწავლებას ადვოკატებისთვის თბილისსა და რეგიონებში. მოდულების სწავლებათა განრიგს ადგენს და ტრენერთა შერჩევას ახორციელებს სასწავლო ცენტრი. მოდულების სწავლება დაიწყება 2017 წლის გაზაფხულიდან. ტრენერთა ტრენინგების გავლის შემდეგ, ყველა კანდიდატი ვალდებულია ჩაატაროს ორი პილოტური ტრენინგი ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის, ანაზღაურების გარეშე.

დაინტერესებულმა პირებმა შემდეგ ელ. ფოსტაზეsascavlocentri@gba.ge

ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ:

შევსებული განაცხადის ფორმა

(იხილეთ დანართი)

განაცხადის მიღება წარმოებს 2017 წლის 16 იანვრიდან
31 იანვრის ჩათვლით, 18:00 საათამდე.

 

განაცხადის მიღება დადასტურდება ელ. ფოსტიდან sascavlocentri@gba.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: (+995 32) 555070786 / 555010605 / 555007708

 

 


 

გამოქვეყნებულია