სასწავლო პრაქტიკული ვიზიტი ბრიუსელსა და ჰააგაში!

ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ადვოკატთა, იურისტთა და უმაღლეს სასწავლებლების მასწავლებელთა, ლექტორთა და დაინტერესებულ სტუდენტთათვის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგა ), სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგა), ევროპის კომისიის, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის (ბრიუსელი), ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს  (CCBE) (ბრიუსელი), ევროპის პარლამენტის  ადამიანის უფლებათა კომიტეტის (ბრისუსელი) გაცნობა. გაიმართება შეხვედრა ნატოს სათაო ოფისში.  დელეგაციისათვის მოხდება უწყებების  მუშაობის თავისებურებათა გაცნობა და იმ პოზიტიური გამოცდილების გაზიარება, რაც ამ ინსტიტუტებში წარმოებს. ასევე მსმენელებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ ევროპის მიღწევებს  ადამიანის უფლებათა დაცვისა და მათი საკუთრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის საქმეში. ბრიუსელსა და ჰააგაში მონაწილეებს ჩაუტარდებათ მოკლე მიმოხილვა დავის ალტერნატიული განხილვის ინსტიტუტების შესახებ. (ევროპის საარბიტრაჟო სასამართლოს და ცენტრის მაგალითზე).

 მონაწილეთა რიცხოვნობა 20 ერთეულით განისაზღვრება.

ვიზიტი განხორციელდება  2018 წლის 11 მარტიდან -16 მარტის ჩათვლით.

ვიზიტი დაიწყება   ბრიუსელიდან ჰააგაში გამგზავრებით. მონაწილეები გაემგზავრებიან ჰააგაში მატარებლით. მოხდება  საერთაშორისო ადამიანთა უფლებების დაცვის სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დათვალიერება – გაცნობითი შეხვედრებით.  მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ  სასამართლოს მოსამართლესთან შეხვედრისა და ცალკე შეხვდებიან სასამართლოს წამყვან იურისტს  პრაქტიკული და სასამართლოს  მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.

ვიზიტში ადვოკატთა ასოციაციის ერთი წევრის მონაწილეობა 1420 ევროთი განისაზღვრება  10 თებერვლამდე, 10 თებერვლიდან ავია ბილეთის ფასის ცვლილების გამო ფასი გაიზრდება ბილეთის ფასის სხვაობის შესაბამისად.

ღირებულებაში შედის:

  • მგზავრების ტრანსპორტრება თვითმფრინავით – ბრიუსელი
  • მგზავრების განთავსება სასტუმროში ბრიუსელი და დილის კვება 2
  • მგზავრობა ბრიუსელიდან ჰააგაში ავტობუსით –  ბრიუსელი – ჰააგა
  • განთავსება სასტუმროში ჰააგაში – 3 ღამე
  • ექსკურსია ევროსტრუქტურებში – ევრო სასამართლო, ევრო პარლამენტი
  • სალექციო ჰონორარი – ბრიუსელი – ჰააგა
  • ოფისის მომსახურეობა და ჯგუფის ხელმძღვანელის თანხლება დაგეგმილ ვიზიტებზე
  • გამგზავრება ჰააგადან ამსტერდამში ავტობუსით, 1 დღე თავისუფალი ამსტერდამის დასათვალიერებლად
  • ამსტერდამიდან გამომგზავრება თბილისში.

ღირებულებაში არ შედის ქალაქში შიდა გადაადგილების ხარჯები.

პროგრამა (ბოლო ვერსია დაიდება გამგზავრებამდე 1 თვით ადრე):

დღე 1:

07.00 გამგზავრება ბრიუსელში

19.00 ჩასვლა ბრიუსელის აეროპორტში

20.00 განთავსება სასტუმროში

20.00-23.00 ღირსშესანიშნაობათა გაცნობა.

დღე 2:

08.00-08.30 საუზმე სასტუმროში

10.00-11.00 ევროპის კომისია, გაეროს ადმიანის უფლებათა კომისია (ბრიუსელი) ,ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭო (CCBE) (ბრიუსელი)

11.00-12.00 შეხვედრა დავის ალტერნატიული ინსტიტუტების მუშაობის სპეციფიკის გაცნობის თაობაზე

12.00-13.00 სადილი

13.00-15.00 ქალაქის ღირსშესანიშნაობათა გაცნობა

20.00 გასეირნება.

დღე 3:

08.00-09.00 საუზმე სასტუმროში

09:00-11:00 ევროპის პარლამენტის  ადამიანის უფლებათა კომიტეტი (ბრისუსელი)

14.00-16.00 გაიმართება შეხვედრა ნატოს სათაო ოფისში (ბრისუსელი)

15.00-18.00 პროგრამის მეორე ტური ვიზიტი ატომიუმში (ბრისუსელი)

19.00 დაბრუნება სასტუმროში

20.00 გამგზავრება ჰააგაში

22.00 განთავსება ჰააგის სასტუმროში.

დღე 4:

09.00 გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში

10.00-13.00 ინტერაქტიული პრაქტიკული სემინარი ადამიანის უფებათა საერთაშორისო სასამართლოში

14.00 ქალაქის ღირსშესანიშნაობათა დათვალიერება.

დღე 5:

09.00 გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში

10.00-13.00 ინტერაქტიული პრაქტიკული სემინარი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში

14.00 გამგზავრება ჰააგადან ამსტერდამში, ქალაქის ღირსშესანიშნაობათა დათვალიერება.

21.00 დაბრუნება ჰააგაში.

დღე 6:

07.00-09.00 გამგზავრება ამსტერდამში

21.00 გამგზავრება აეროპორტში

22.00 გაფრენა თბილისში.

 

მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ განაცხადის ფორმა:

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ფეისბუქის საშუალებით ან დაგვირეკოთ: +995 (32) 2 238234.
მისამართი: თბილისი, კოსტავას 67.