მიმოხილვა

SOFIO KVITAISHVILIსოფიო კვიტაიშვილი

ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი, არის საუკეთესო არჩევანი მათთვის ვინც უკვე მოღვაწეობს პროფესიულ სფეროში და დატვირთული სამუშაო რეჟიმის გათვალისწინებით სურს საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მომზადება. სასწავლო კურსის დასაწყისში ვთვლიდი, რომ თითქმის შეუძლებელი იყო მოცემული ნორმატიული მასალის ათვისება 2 თვიანი კურსის მანძილზე, მაგრამ ოთხსაათიანი მეცადინეობები იმდენად დატვირთული იყო გამოცდის ჩაბარებისათვის აქტუალური საკითხების გააზრებით და ტესტური მაგალითების ამოხსნის მეთოდის სწავლით, რომ გამოცდის ჩაბარებაში ძალიან დამეხმარა. აღსანიშნავია კურსის თითოეული ლექტორის მონდომება და პროფესიონალიზმი, მათი დახმარებით ბევრი ისეთი პრაქტიკული საკითხიც ვისწავლე, რომელიც ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში მეხმარება. აირჩიეთ ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი და ეს იქნება სწორი ნაბიჯი წარმატებისაკენ.

akaki shanavaაკაკი შანავა

მას შემდეგ, რაც საგამოცდო ტესტები წინასწარ აღარ ქვეყნდება მრავალი ჭორის, ცრურწმენისა თუ ლეგენდის წყაროდ იქცა ადვოკატად გახდომა – არ გახდომის საკითხი. თუ თქვენი ცხოვრების კრედოსა და თვითმიზანს არ წარმოადგენს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე უსასრულო და წარუმატებელი „ასპარეზობა“, მაშინ თქვენ აუცილებლად უნდა გამონახოთ დრო და გაიაროთ ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ შემოთავაზებული კურსები. აღნიშნული ლექციები მშვენიერი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ პროფესიონალ, პრაქტიკოს ლექტორებთან ერთად თანმიმდევრულად გაიაროთ ყველა ის აქტი თუ საკითხი, რომლის ცოდნაც ასე საჭიროა ადვოკატის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად. შემოთავაზებული კურსები დაგეხმარებათ მუდმივად იყოთ ტონუსში, უკეთ იმუშაოთ საკუთარ თავზე, აიმაღლოთ კვალიფიკაცია და სწორად გაანაწილოთ დრო. ლექციებზე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დასვათ შეკითხვები, იმუშაოთ პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და კაზუსებზე, გაიცნოთ თქვენი პროფესიის წარმომადგენლები და მომავალი კოლეგები. მონატრებული სტუდენტური და სალექციო გარემო კი ორმაგად საინტერესოს და სასიამოვნოს გახდის პროფესიისკენ მიმავალ იმ გზას, რასაც ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მზადება ჰქვია. ადვოკატთა ასოციაციის მიერ მოწვეული ლექტორებისა და თანამშრომლების კეთილგანწყობა კი ნამდვილად შეგიქმნით იმ მეგობრულ, კოლეგიალურ და სასიამოვნო გარემოს, რაც ასე საჭიროა ადვოკატის პროფესიაში შესასვლელად. მოსამზადებელი კურსების დახმარებით მე პირველივე ცდაზე მივაღწიე წარმატებას. ჯერი თქვენზეა!

tamar beglarishviliთამარ ბეგლარიშვილი

ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული  კურსი გაძლევს სწორ მიმართულებას და შესაძლებლობას გაითავისო საკვალიფიკაციო გამოცდის სპეციფიკა. მოსამზადებელი კურსი ორგანიზებულია პროფესიონალების მიერ, რომელთა  დამსახურებითაც ლექციები ორიენტირებულია საგამოცდო მასალის სრულად ათვისებაზე, დეტალური თეორიული ცოდნის მიღებასა და  შემდგომ  მიღებული ცოდნის ტესტური სავარჯიშოებით შემოწმებაზე. ვფიქრობ, კურსი მეტია ვიდრე გამოცდის ჩაბარება, კვალიფიციური ლექტორები გვიზიარებდნენ თავიანთ პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც გვეხმარებოდა რეალურად აღგვექვა სამართლის პრობლემური და აქტუალური საკითხები. მადლობას ვუხდი ლექტორებსა და სასწავლო კურსის ორგანიზატორებს.

nino abesadzeნინო აბესაძე

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მიზნით, გავიარე ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სამთვიანი სასწავლო კურსი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის განხრით. ვთვლი, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის. სასწავლო ცენტრში არსებული სასიამოვნო გარემო, ლექტორების პროფესიონალიზმი და ორგანიზატორების თბილი, მეგობრული დამოკიდებულება მეტად პროდუქტიულს ხდის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას. აღსანიშნავია ლექციების ჩატარების დრო, რომელიც მორგებულია მსმენელზე და მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, მაინც ახერხებ საღამოს საათები დაუთმო ნაყოფიერ მეცადინეობას. მინდა მადლობა გადავუხადო შეძენილი ცოდნისა და გამოცდილებისათვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრს, კურსის ორგანიზატორებსა და ლექტორებს, თითოეულ ადამიანს, ვინც განვლილი სამი თვის განმავლობაში იყო მიმდინარე პროცესის მონაწილე.  შეაჩერეთ არჩევანი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრზე, ეს არის გზა თქვენი წარმატებული მომავლისაკენ.

xatia rostiashviliხათუნა როსტიაშვილი

მინდა რამდენიმე სიტყვით შევაფასო ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ლექციები არ ყოფილა ერთფეროვანი და მოსაწყენი; პირიქით, საერთო ჯამში სალექციო კურსი საკმაოდ საინტერესო და ინტერაქტიული იყო, რაც ცოდნის გასაღრმავებლად ძალიან მნიშვნელოვანია. თეორიული საკითხების გარდა, კურსი ასევე მოიცავდა პრაქტიკულ სამუშაოებს და დისკუსიებს; უზრუნველყოფილი იყო კურსის ყველა მსმენელის ჩართულობა, ახალი საკითხის განხილვისას და კაზუსის ამოხსნის პროცესში. ეს ყველაფერი კი დამეხმარა უფრო მეტად ჩავღრმავებოდი სხვადასხვა საკითხს. სალექციო კურსის რამდენიმე ლექტორიდან არ შემიძლია არ გამოვყო ნინო ბოჭორიშვილი და ვახტანგ მჭედლიშვილი, რომელთაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ასეთი საინტერესო და მრავლისმომცემი ლექციებისათვის. ბოლოსკი, მომავალ ადვოკატებს მინდა ვუთხრა, რომ კურსის მოსმენის გარდა, ასევე მოგიწევთ საკუთარ თავზე საკმაოდ მიზანმიმართული მუშაობა, რაც შემდგომში თქვენს წარმატებას განაპირობებს.

nino fanjikidzeნინო ფანჯიკიძე

ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში მიღებულმა გამოცდილებამ მომცა საშუალება გამეუმჯობესებინა ჩემი პროფესიული უნარ-ჩვევები, ვინაიდან სტუდენტობის პერიოდში ნასწავლი მასალა ახლა, როგორც პრაქტიკოსმა იურისტმა, სხვა თვალით შევაფასე. როდესაც წლების განმავლობაში კონკრეტულად ერთ საკითხზე მუშაობ ძნელია სამართლის ყველა დარგის მასალა ერთნაირად კარგად გახსოვდეს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ,  ეს ცენტრი იდეალური საშუალებაა იურისტებისათვის, რათა მათ გააუმჯობესონ საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევები და გახდნენ საკუთარი საქმის უკეთესი შემსრულებლები. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ სასწავლო კურსის პერიოდში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება დამეხმარა პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. ხაზგასმით აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ სასწავლო ცენტრი აძლევს კურსის მსმენელებს პროფესიული სანაცნობო წრის გაფართოების შესაძლებლობას, რაც ასევე მნიშვნელოვანია კარიერული ზრდისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ლექტორსა და ადვოკატთა ასოციაცის სასწავლო ცენტრს ამ გამოცდილებისათვის.

sofio asitashviliსოფიო ასიტაშვილი

კურსის საშუალებით უმოკლეს დროში შევძელი სრულყოფილად მომემზადებინა საგამოცდო მასალა და წარმატებით ჩამებარებინა გამოცდა. სასწავლო ცენტრის მიერ შემუშავებული სალექციო კურსის ფორმატი და მონდომება, როგორც ჩემი, ასევე ლექტორების, გახდა ჩემი წარმატების გარანტი. კურსის მსვლელობისას, ასევე შევიძინე ბევრი პრაქტიკული უნარ-ჩვევა და ცოდნა, რომელიც გამომადგება მომავალში საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას.

DAVIT OMSARASHVILI

 დავით ომსარაშვილი

რეკომენდაციას ვუწევ ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ მოსამზადებელ კურსს. უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ სწავლის პროცესს ორგანიზებას უწევს ძალიან თბილი და მეგობრული  პროფესიონალთა  ჯგუფი.  სასწავლო ცენტრში არსებული სასიამოვნო ატმოსფერო ხელს გიწყობს თავი იგრძნო კომფორტულად და მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინო შესასწავლ საკითხზე. ლექციები საკმაოდ ხალისიანად მიმდინარეობს, სადაც შეგიძლია მოუსმინო არამარტო პროფესიონალ ლექტორებს, არამედ ძალიან ბევრ განათლებულ და საინტერესო მსმენელს, რომელიც თავის გამოცდილებას გაგიზიარებს სამართლის სხვადასხვა სფეროდან.  კურსი არის საუკეთესო საშუალება მისთვის, ვისაც სურს მინიმალურ დროში მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს. ამ კურსზე სწავლა ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილება, რომელიც არასდროს დამავიწყდება.

1208811_10202408773980852_9176862603397028915_n

ნანა ბულისკერია

გავიარე ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მოსამზადებელი კურსი სისხლის სამართლის სპეციალიზაციის განხრით. ვთვლი, რომ  ეს კურსი საკმაოდ ეფექტური საშუალებაა რათა წარმატებით ჩააბარო ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა, ხოლო ამ წარმატების საფუძველი გახლავთ აღნიშნულ კურსზე შექმნილი გარემო, მაღალკვალიფიციურ ლექტორებთან მუშაობის შესაძლებლობა, რომლებიც დეტალურად გიხსნიან ყველა არსებულ საკითხს, გეხმარებიან ცოდნის განმტკიცებაში და გაძლევენ სწორ მიმართულებას, როგორ იმეცადინო, რათა მიაღწიო სასურველ  შედეგს.

LIKA ZUBIASHVILIლიკა ზუბიაშვილი

აბსოლუტურად დადებითი და მაღალი შეფასება შემიძლია მივცე ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ, საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსს. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული კურსი სულ რაღაც ორი თვე გრძელდება და რეალურად ეს დრო ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ გამოცდა წარმატებით ჩააბარო, ლექტორების მაღალი პროფესიონალიზმის თუ სასწავლო ცენტრის თითოეული თანამშრომლის დამსახურებით, რომლებიც თავს არ ზოგავენ მსმენელს კომფორტული და აკადემიური გარემო შეუქმნან, კურსის მონაწილეები არათუ წარმატებით აბარებენ გამოცდას,არამედ მიღებულ ცოდნას დაპროფესიულ უნარ-ჩვევებს საკმაოდ ეფექტურად და პროდუქტიულად იყენებენ შემდგომ საქმიანობაში.

NINO ABELISHVILI

ნინო აბელიშვილი   

სამოქალაქო სპეციალიზაციის განხრით ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების მიზნით, გავიარე ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ორთვიანი სასწავლო კურსი.

მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, კვალიფიციული ლექტორების წყალობით, მნიშვნელოვნად გამიადვილდა გამოცდის ჩაბარება და საუკეთესო შედეგის მიღწევა,  რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ და  კურსის ორგანიზატორებს.  მიმაჩნია, რომ აღნიშნული კურსის გავლა კარგია არა მხოლოდ გამოცდის ჩაბარების მიზნით, არამედ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.

60718_559478427411802_212230604_n ლელა კვარაცხელია

ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული კურსი შემიძლია შევაფასო დადებითად.ორი თვის განმავლობაში, ლექციების მიმდინარეობისას, ლექტორები გვეხმარებოდნენ  ძირითად საკითხებზე გაგვეკეთებინა აქცენტები.თითოეული მათგანი ცდილობდა, კურსის  განმავლობაში მაქსიმალური ცოდნა მოეცა ჩვენთვის.ლექციებზე ხდებოდა როგორც თეორიული მასალის დამუშავება, ასევე მიღებული ცოდნის ტესტირების საშუალებით შემოწმება და დისკუსიების სახით პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა.აღსანიშნავია, კურსის ბოლოს იმიტირებული გამოცდის ძალიან დიდი მნიშვნელობა.ამ ტესტის საფუძველზე მკაფიოდ დავინახე თუ რა საკითხებზე უნდა გამემახვილებინა ბოლო პერიოდში ყურადღება.ასევე მინდა აღვნიშნო, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის გუნდი, რომელიც ყველანაირად გვეხმარებოდა და ხელს გვიწყობდა სტუდენტებს.კურსი არ არის მხოლოდ კურსი გამოცდის ჩასაბარებლად,ეს არის კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გააზრებულად შეისწავლოთ ის რისთვისაც შრომობთ.

GURAM CHADUNELI

 გურამ ჩადუნელი

ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსის შეფასებისას გამოვყოფდი რამდენიმე ასპექტს, რომლის გათვალისწინებითაც ცალსახად შეიძლება ითქვას რომ კურსი დაგეგმილია იმ კუთხით, რათა მსმენელმა დადებითი შედეგი აჩვენოს გამოცდის ჩაბარებისას. აღნიშნულმა 2 თვიანმა კურსმა, რომელიც გამოირჩევა დროის სწორი განაწილებით და მსმენელზე მაქსიმალურად მორგებული პროგრამით, საშუალება მომცა არამხოლოდ ჩამებარებინა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, არამედ წინ გადამედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩემს კარიერაში. კურსის მსვლელობის დროს ლექტორები დამეხმარნენ სრულად დამენახა და გამეანალიზებინა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის პრობლემატური საკითხები რომლებიც მანამდე ნაკლებად მნიშვნელოვნად მიმაჩნდა. აღნიშნული კურსის გავლის შემდგომ გაცილებით მარტივია ჩემთვის როგორც მოქმედი ადვოკატისთვის სასამართლო წარმოების პროცესის წარმართვა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ორგანიზატორებს, ლექტორებს, რომლებმაც თავიანთი პროფესიონალიზმის წყალობით საშუალება მომცეს ჩავწვდომოდი ტესტირების სპეციფიკას, გამეღრმავებინა თეორიული ცოდნა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამეღო სწორი ორიენტირი ადვოკატთა ტესტირებისათვის მომზადების პროცესში.

GVANCA FOCXVERASHVILI გვანცა ფოცხვერაშვილი

გავიარე ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული, მოსამზადებელი კურსი სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. კურსი მოიცავდა სრულ საგამოცდო მასალას, შესაბამის სპეციალიზაციაში. დროის სიმცირის მიუხედავად, გამომდინარე იქიდან, რომ მოსამზადებელ კურსს უძღვებოდნენ პროფესიონალი ტრენერები და სასწავლო მასალა სწორად იყო გადანაწილებული, შესაძლებლობა მომეცა სრულად გამემეორებინა გამოცდისთვის საჭირო საკითხები და წარმატებით ჩამებარებინა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. მადლობას ვუხდი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და მის სასწავლო ცენტრს.

MARIAM ADAMASHVILI მარიამ ადამაშვილი

ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი არის  საუკეთესო ადგილი, სადაც შეიძლება პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ლექტორების დახმარებით მიიღო სათანადო ცოდნა, პრაქტიკული უნარ-ჩვევები რაც მნიშვნელოვანია საადვოკატო საქმიანობისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომელთა კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, არაჩვეულებრივი გარემო და პირობები, რისთვისაც  მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს.

Ana Papkiauri ანა პაპკიაური

მე გავიარე ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ორთვიანი კურსი, რომელიც უაღრესად დამეხმარა ჩამებარებინა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სამოქალაქო სამართლის განხრით და მიმეღო 84 ქულა. ორი თვის განმავლობაში მოწვეული ლექტორები, რომლებიც მართლაც, რომ პროფესიონალები არიან, ყველანაირად გვეხმარებოდნენ თეორიული მასალის დამუშავებაში, გვავარჯიშებდნენ ტესტების გაკეთებაში და ცდილობდნენ, რომ ვყოფილვიყავით გამოცდისათვის მზად, როგორც თეორიული კუთხით ასევე მორალურად. დღეს, რომ მკითხონ დამეხმარა თუ არა ეს კურსი გამოცდის ჩაბარებაში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დიახ. ორთვიანი შრომის შედეგად, რომელიც ჩადეს ჩვენში ლექტორებმა უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობ მათ მიმართ და არ გინდა იმედი გაუცრუო. ადვოკატთა სასწავლო ცენტრის პერსონალი არის ძალიან მეგობრული, ერთგუნდად შეკრული გუნდი, რომელიც ცდილობს გაითვალისწინოს ყველა დეტალი და პრობლემა, რომლითაც მას მიმართავენ კურსის სტუდენტები. არ გასულა 2 თვე რაც დასრულდა ჩვენი ლექციები თუმცა მე დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი ისევ ზუბალაშვილების #33ში. ვურჩევ ყველას, ვისაც სურს არა მხოლოდ სერტიფიკატის აღება არამედ ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული საკითხების უკეთ გაგება აუცილებლად გაიარონ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი, რომლესაც ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი გვთავაზობს.

 ანა კაპანაძე

მოსამზადებელი კურსი შემიძლია შევაფასო დადებითად, როგორც პროგრამის ასევე ლექტორების თვალსაზრით.მეცადინეობები მიმდინარეობდა სისტემატურად, მოქმედი კანონმდებლობის შესწავლით, ლექციებში მსმენელთააქტიური  ჩართულობითა და ტესტების შესრულებით, რაც შესაბამისად დამეხმარა გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში. ამისათვის დიდი მადლობა ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრს.

Beka Koberidze

 ბექა კობერიძე

მომეწონა კურსი, ვაფასებ დადებითად. ჩემი აზრით, წინასწარი 2 თვიანი კურსი გაძლევს სწორ მიმართულებას თუ რა და როგორ იმეცადინო გამოცდისთვის.

როგორც თეორიულ მასალას, ასევე პრაქტიკულად სწავლობ ტესტის ამოხსნის სპეციფიკას.

Gogita Baxtadzeგოგიტა ბახტაძე

ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი არის ის ადგილი, სადაც ბევრი რამ ვისწავლე. შევხვდი არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებმაც გამიზიარეს თავის ცოდნა და გამოცდილება, მიჩვენეს ის გზა, რომლითაც ადვოკატმა უნდა იაროს  და  ხელი შეუწყოს სამართლებრივი ცხოვრების განვითარებას. ეს ოთხ საათიანი მეცადინეობები იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც ჭავჭავაძესთვის პეტერბურგში სწავლების ოთხი წელი. მეგობრებო მინდა გითხრათ რომ მეც მსუბუქად გავიარე ბეწვის ხიდზე და ჩავაბარე გამოცდა, რაც როგორც აღვნიშნე არაჩვეუბლებრივი ლექტორების დამსახურებაა.

Konstantine Qarabakiკონსტანტინე ქარაბაკი

მოგახსენებთ, რომ ვიყავი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურის მსმენელი. მაღალკვალიფიციური ლექტორები დამეხმარნენ კვალიფიკაციის ამაღლებაში, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის განმტკიცებაში, რამაც შემდგომში შესაძლებლობა მომცა პროფესიონალურ დონეზე საქმის წარმოებაში. მსმენელთა დაინტერესება იმდენად მაღალი იყო რომ, ჩვენი თხოვნით ლექტორთა და ასოციაციის სასწავლო ცენტრის კეთილი ნებით ჩატარდა დამატებითი ლექციები… მადლობა მსურს გადავუხადო თითოეულ ლექტორს, ადვოკატთა ასოციასიის სასწავლო ცენტრის უკლებლივ ყველა თანამშრომელს ყოველგვარი კომფორტისა და გვერდში დგომისათვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი, სამოქალაქო სამართლის ჯგუფის კურატორს – ნათია ღლიღვაშვილს.

ნინი სანაია

ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის კურსი, სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში, დამეხმარა ზუსტად ჩავწვდომოდი ადვოკატთა სასერტიფიკაციო გამოცდის სპეციფიკას, რის შედეგადაც ბევრად გამიადვილდა საუკეთესო შედეგის მიღწევა. აღნიშნული კურსი ორიენტირებული იყო, არამხოლოდ ტესტების წარმატებით ამოხსნაზე, არამედ ზოგადად მომავალში ადვოკატისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, რაშიც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს კვალიფიციურმა ლექტორებმა, რომლებიც  მთელი კურსის განმავლობაში გვიზიარებდნენ საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას და განსხვავებულ თეორიულ მოსაზრებებს.

Dinara Gabibovaდინარა გაბიბოვა 

ადვოკატთა  ასოციაციაციაში გავიარე მოსამზადებელი კურსი.

ძალიან  დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კურსის ორგანიზატორებსა და ლექტორებს, რადგან  აღნიშნული კურსი არის ძალიან ნაყოფიერი, სადაც დეტალურად ხდება საგნების მომზადება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად.

Lela Nozadzeლელა ნოზაძე

ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის გავლა იყო ჩემი ერთადერთი სწორი არჩევანი, რადგან სამსახურით და ოჯახით დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო ასეთ მოკლე დროში საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადება სპეციალური კურსის და კვალიფიციური სპეციალისტების დახმარების გარეშე. გადაჭარბების გარეშე, ვთვლი, რომ თითოეულ საგანში სასწავლო კურსს უძღვებიან დარგის გამორჩეული სპეციალისტები, რომელთა ნაწილს უნივერსიტეტში სწავლის დროიდან ვიცნობდი და დიდ პატივს ვცემდი. მიხარია, რომ გავიცანი გულისხმიერი ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სტიმულს გვაძლევდნენ,  ჩვენს თხოვნებს და შენიშვნებს ითვალისწინებდნენ, ყველანაირად გვეხმარებოდნენ დასახული მიზნის მიღწევაში. 2 თვის განმავლობაში საერთო მიზნით გაერთიანებულ ჯგუფელებს ერთმანეთთან ძალიან მეგობრული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა და ძალიან ხშირად აღვნიშნავდით, რომ შედეგის მიუხედავად, მადლიერები ვიქნებოდით ამ მოსამზადებელი კურსის, რომლის წყალობითაც გავიცანით ერთმანეთი. საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთანავე პირველი განცდა, რაც დამეუფლა, იყო ის, რომ მოსამზადებელი კურსის გავლის გარეშე მე იმ დღეს გამოცდას ვერ ჩავაბარებდი.

Amiran Meliqadzeამირან მელიქიძე

ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მოსამზადებელი კურსი, ბრწყინვალე საშუალებაა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი კანდიდატისთვის. აღნიშნული შემიძლია, რომ ვთქვა საკუთარი გამოცდილებით, რადგან ჩემთვის ძალიან პროდუქტიული იყო. კურსი არის საკმაოდ ინტენსიური და მიზანმიმართული სახის. სასწავლო კურსს უძღვება პროფესიონალი პერსონალი. სალექციო საათების შედეგად მიღებული ცოდნა ძალიან კარგი შედეგის მომტანი გახდა ჩემთვის.