მედიაციის სასერტიფიკატო პროგრამაზე მსურველთა რეგისტრაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) სასწავლო ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრთან (TSU NCADR) და თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლისა და ეკონომიკის ცენტრთან (TOU COLE) თანამშრომლობით, აცხადებს მედიაციის სასერტიფიკატო პროგრამაზე მსურველთა რეგისტრაციას.

პროექტი დაყოფილია ორ: 7 დღიან და 4 დღიან სასერთიფიკატო პროგრამად. პროგრამები განკუთვნილია როგორც ადვოკატებისთვის, ასევე ასოციაციის არაწევრი იურისტებისთვისა და მედიაციის სფეროსთან დაკავშირებული სპეციალისტებისთვის. პროგრამები მიზნად ისახავს მონაწილეთა მომზადებას პროფესიული პრაქტიკის ახალი მიმართულებების – სამედიაციო საქმიანობის წარმართვისთვის.

4 დღიან პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 ნოემბერი

ტრენინგი ჩატარდება 24-25, 29-30 ნოემბერს (დაწვრილებით).

ტრენინგის საფასური 150ლ

სარეგისტრაციო ბმული: https://goo.gl/9sS9wT

7-დღიან პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 ნოემბერი

ტრენინგი ჩატარდება 7-8, 13-14, 22-24 დეკემბერს (დაწვრილებით).

 

ტრენინგის საფასური 250ლ

სარეგისტრაციო ბმული: https://goo.gl/nqaHjJ

 

ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი;

ბანკის კოდი: BAGAGE22

ანგ. GE34BG0000000966951100

შპს თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი ს/კ 202192643

თანხის გადახდის საფუძელში მიუთითეთ: სახელი, გვარი და პირადი ნომერი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:

ტელ: (+995 32) 2987878 / 555070786 / 555010605 / 555007708

გამოქვეყნებულია