იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა და სხვა იურისტთა საყურადღებოდ!

ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი აცხადებს სტაჟირებას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და დაინტერესებული იურისტებისთვის.  შერჩეული კანდიდატები გაივლიან 6 თვიან სტაჟირებას. სტაჟირების პერიოდში იურისტები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ ადვოკატებისთვის ორგანიზებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი. 

ვაკანტური ადგილი: 20

სტაჟიორთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: CV-ის გადარჩევისა და გასაუბრების ფორმით.

ძირითადი მოვალეობები:

  • სასწავლო ცენტრისა და ასოციაციის აპარატის ადმინისტრაციული საკითხების მოწესრიგება;
  • საგანმანათლებლო ღონისძიებებზე ადვოკატთა რეგისტრაცია;
  • სასწავლო ცენტრისა და ასოციაციის აპარატის თანამშრომელთა საქმიანობის ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 

  • ადვოკატთა ასოციაციისა და სასაწავლო ცენტრის საქმიანობის მიმართ ინტერესი;
  • კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

კონკურსში მონაწილე პირმა უნდა წარმოადგინოს:

  • სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან;
  • CV;
  • სამოტივაციო წერილი.

                  საბუთების მიღება წარმოებს 2017 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 10 სექტემბრამდე 

შემდეგ ელ. მისამართზე:
ana.gogolauri1@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: (+995 32) 2987878
557659385 – ანა გოგოლაური
595505504 – თამარ იმნაიშვილი

გამოქვეყნებულია