განგრძობადი იურიდიული განათლების მეექვსე ეროვნული კონფერენცია ბიზნესის სამართალში!

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით  2017  წლის 16-17 დეკემბერს, თბილისში გაიმართება განგრძობადი იურიდიული განათლების მეექვსე ეროვნული კონფერენცია ბიზნესის სამართალში.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, ასევე სხვა პრაქტიკოს იურისტებს.

კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • სოლიდარული ვალდებულებები – სამართლის თეორია და სასამართლო პრაქტიკა;
  • სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია – საქართველოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა;
  • კარტელის მტკიცება ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე;
  • საარბიტრაჟო დებულებები: შედგენა, აღსრულება და რისკები;
  • ქონების შენარჩუნება (კაპიტალის დაცვა) კაპიტალურ საზოგადოებებში, დივიდენდის განაწილება და დივიდენდის მოთხოვნის უფლება;
  • შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა – სასამართლო პრაქტიკა;
  • ცრუმაგიერი მფლობელობა – აქტუალური პრობლემები;
  • ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დადებული გარიგებების პრობლემური საკითხები;

კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს, ხოლო დაგროვილი კრედიტები ჩაეთვლებათ განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში სავალდებულო კრედიტ-საათებად.

კონფერენციაში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 150 ლარს.

მონაწილეობის წინაპირობები:

კონფერენციაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი ონლაინ რეგისტრაციისა და კონფერენციის საფასურის გადახდის საფუძველზე. ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 4 დეკემბერი (23:00 საათამდე).  მონაწილეობის საფასურის დაფარვა უნდა მოხდეს 2017 წლის  10 დეკემბრის ჩათვლით.

N.B. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და კონფერენციაზე დასწრება მოხდება first come, first served პრინციპით. რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციისა და მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

თამარ მაღრაძე, ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრის მენეჯერი

ტელ: +995 593 30 48 41

ელ-ფოსტა: t.maghradze@freeuni.edu.ge