გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსების მონაწილეთა საყურადღებოდ!

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია
დაიწყო 2018 წლის, 1 თებერვლიდან და გაგრძელდება
2018 წლის, 28 თებერვლის 18:00 საათამდე

გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი ითვალისწინებს გამოცდის თეორიული მასალის, უახლესი საკანონმდებლო ცვლილებებისა და ტესტის/კაზუსის ამოხსნის მეთოდების შესწავლას.

მოსამზადებელი კურსის საფასური სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალიზაციის განხრით, შეადგენს 700 ლარს, ხოლო საერთო სპეციალიზაციის განხრით, 900 ლარს.

კურსებზე სწავლა დაიწყება 2018 წლის 1 მარტიდან და გაგრძელდება დაახლოებით 3 თვე.

ლექციების განრიგს სპეციალიზაციის მიხედვით რეგისტრაციისთანავე მიიღებთ.
ლექციები ჩატარდება ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა, 18:30 საათიდან 22:00 საათამდე.
ლექციების ჩატარების ადგილი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. 33/36.

გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსებზე სწავლების საფასურის გადახდა ხორციელდება
შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
VTB “ვითიბი” ბანკის კოდი – UGEBGE22
ანგარიშის ნომერი – GE97VT 6600 0000 0080 3803
ადვოკატთა ასოციაციის საიდენტიფიკაციო კოდი  – 202 255 692.

იხილეთ კურსებზე რეგისტრაციის გვერდი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: (+995 32) 2987878 / 555070786 / 555010605 / 555007708
education@gba.ge  / sascavlocentri@gba.ge
სამუშაო საათებია 10:00-დან  18:00 საათამდე / შესვენება 14:00-დან 15:00 საათამდე.
მისამართი: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. #33
ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი

გამოქვეყნებულია