ადვოკატის როლი მედიაციის ინსტიტუტის განვითარებაში!

ა/წ 5-6 მაისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა  (GBA) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (TSU NCADR) მიერ  ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა 2-დღიანი აკრედიტებული ტრენინგი თემაზე: წარმომადგნელობა მედიაციაში და ადვოკატის როლი მედიაციის ინსტიტუტის განვითარებაში.  ღონისძიება ჩატარდა მედიაციის აკადემიური გაძლიერების პროექტის (Academic Enhancement of Mediation)  ფარგლებში, რომელსაც  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი    ახორციელებს.

ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მედიაციის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე, სასამართლო მედიატორი – თორნიკე ბაქრაძე და თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, სამართლის დოქტორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოც. პროფესორი, სერტიფიცირებული მედიატორი –  ნათია ჩიტაშვილი.

ტრენინგი, რომელიც 21 ადვოკატმა წარმატებით გაიარა, მიზნად ისახავდა მონაწილეთათვის მედიაციაში კლიენტის წარმომადგენლობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების  გაძლიერებას; ასევე, მედიაციის ინსტიტუტის არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებისა და რეგულირების პერსპექტივების, მედიაციის პროცესში ადვოკატთა სახეცვლილი ეთიკური მოვალეობების, მედიაციის პროცესის ფაზების, ძირითადი პრინციპებისა და სახელმძღვანელო პროცედურული მეთოდების გაცნობას.

მედიაციის ტრენინგების ციკლი ადვოკატებისათვის გაგრძელდება ა/წ 12-13 და 19-20 მაისს.