ადვოკატთა საყურდღებოდ!

5 მაისს ,,ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით“ გაიმართება ერთ დღიანი ტრენინგი – ,,დირექტორთა მოვალეობები და პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძვლები საქართველოს კანონმდებლობაში“.

ტრენინგი აკრედიტირებულია ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ სასწავლო ცენტრის მიერ. (ტრენინგის გავლის შემდეგ ადვოკატები მიიღებენ 3 კრედიტს).

ტრენინგი მიმოიხილავს ხელმძღვანელ პირთა მოვალეობებსა და მათი დარღვევის სამართლებრივ შედეგებს. მსმენელები გაეცნობიან პასუხისმგებლობის სამოქალაქო სამართლებრივ საფუძვლებს და მიმართებას სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან, განხილული იქნება სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა და სხვა ქვეყნების (აშშ, გერმანია) მიდგომები.

ტრენინგს წაუძღვება – ნონა ზუბიტაშვილი (სამართლის დოქტორი).
ტრენერის შესახებ ინფორმაცა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.edubarristers.ge/ge/team/index/13

ტრენინგების ჩატარების დრო: 5 მაისი, 2018 წ. 12:00 – 15:00 საათი
ტრენინგში მონაწილეობის ღირებულება: 50 ლარი
რეგისტრაციის და საფასურის გადახდის ბოლო ვადა 2018 წლის 28 აპრილი.

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ აპლიკაცია: https://docs.google.com/forms/d/1Gindai2kRgUumDbh4rBJp146g4_1TqqFPnfdNdAniB0/viewform?edit_requested=true

გადახდისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები:
სს „თიბისი ბანკი“
ბანკისკოდი: TBCBGE2
ა/ა GE33TB7515136020100003
დანიშნულება: ტრენინგი “დირექტორთა მოვალეობები და პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძვლები საქართველოს კანონმდებლობაში” – მონაწილე პირის სახელი და გვარი.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი (ქართული და ინგლისური) სერტიფიკატები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
infoedubarristers@gmail.com
555 67 00 77