ადვოკატთა საყურაღებოდ!

ბიზნეს სამართლის კურსი

უცხოური ინვესტიციების შემოსვლა და საერთაშორისო ხასიათის გარიგებების სიხშირე საქართველოში იურისტების მიმართ ახალ მოთხოვნებს ადგენს. ეს უკანასკნელი პირველ რიგში ვლინდება ბიზნეს სამართლის სფეროში, რომლის ფარგლებში წარმატებული საქმიანობა ადგილობრივ სამართლის ცოდნასთან ერთად უნდა მოიცავდეს საერთაშორისო სამართლებრივი კულტურასა და პრაქტიკასთან სიახლოვეს.

შესაბამისად კურსის ძირითადი მიზანია თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა ბიზნეს სამართლის სფეროში. ის ორინტირებულია იურიდიული პრაქტიკის ისეთი ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებაზე, რომელიც გაუადვილებს დაინტერესებულ პირს საერთაშორისო გარემოში მუშაობას.

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • სახელშეკრულებო სამართალი

სახელშეკრულებო სამართლის მოდულში განიხილება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულებების ცალკეული ტიპები. ასევე სახელშეკრულებო სამართალი საერთაშორისო კონტექსტშიდოკუმენტალური ნასყიდობები, კომპანიათა შეძენა, საერთაშორისო გადაზიდვა,   ხელშეკრულებების შედგენის მეთოდოლოგია და ხელშეკრულებათა ცალკეული/მნიშვნელოვანი პირიბები (გარანტიები, მოშლა, ზიანის ანაზღაურება და ..).

მოდულს გაუძღვება მიხეილ გოგეშვილი. მან დაამთავრა ვაშინგტონის სამართლის კოლეჯი, ამერიკის უნივერსიტეტი და ჰელსინკის უნივერსიტეტი სახელშეკრულებო და კომერციულ სამართალში. მუშაობს იურისტის პოზიციაზე MKD Law Firm-ში.

  • კორპორაციული სამართალი

მოდულში განხილული იქნება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: აქციონერთა ხელშეკრულება, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი, ხელმძღვანელთა მოვალეობები და პასუხისმგებლობა, საერთო კრება და აქციონერთა უფლებები, რეორგანიზაციები, და კორპორაციული მართვის საკითხები.

მოდულს გაუძღვება გიორგი ჯუღელი. მას მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი ბრემენის უნივერსიტეტში და ამჟამად მუშაობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტში კომერციული სამართლის მრჩეველის პოზიციაზე.

  • აღსრულების სამართალი

მოდულის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს სააღსრულებო სისტემას. შეისწავლიან როგორ მიმდინარეობს აღსრულება უძრავ და მოძრავ ქონებებზე,  და თუ რა ღონისძიებებს ატარებს აღმასრულებელი პრაქტიკაში. კურსი  მისცემს საშუალებას   მონაწილეებს უკეთ გაიკვალონ გზა  აღსრულების  პროცესის თეორიულ და პრაქტიკულ ლაბირინთებში,  გაერკვნენ კანონმდებლობით შემოთავაზებულ შესაძლებლობებში,  მიღებული ცოდნა გამოიყენონ სააღსრულებო პროცესში ჩასართავად, რაც  მეტწილად განსაზღვრავს მხარეთათვის სასურველ  შედეგს.

მოდულს გაუძღვება ნინო გოგელაშვილი, აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის უფროსი, პროფესიით იურისტი, 2000 წლიდან მუშაობს იუსტიციის სისტემაში სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულა და ტარდება არა ერთი სემინარი და ტრენინგი.

  • ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

ინტელექტუალური საკუთრების ნაწილში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: საავტორო სამართალი, სასაქონლო ნიშნები, გეოგრაფიული აღნიშვნები, პატენტები და საკუთრების დაცვა ინტერნეტში.  

მოდულს გაუძღვება ლევან ნანობაშვილი, მას აქვს ორი მაგისტრის ხარისხი მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან. ის მუშაობს უფროს იურისტად ამერიკულ კომპანია Georgian American Alloy-ში.  

კურსი განკუთვნილია იმ პრაქტიკოსი იურისტებისათვის, სტუდენტებისათვის და დაინტერესებული პირებისათვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება ბიზნესის სამართლის სფეროში.

სასწავლო პროცესი

სწავლის ხანგრძლივობა: 6 კვირა. სწავლა დაიწყება 2017 წლის 13 ნოემბერს

ლექციები ჩატარდება კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს.

კურსის მოცულობა: 48 საათი

სწავლების ენა: ქართულ

მისაღები პროცედურები

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და CV საკონტაქტო მეილზე khatia.gogilashvili@gipa.ge და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2017 წ. 7 ნოემბერი

საბუთების მიღების შემდეგ, 9 ნოემბერს ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

სწავლის საფასური: 900 ლარი.

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%;
  2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%;
  3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან  მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%.

კორპორატიული ფასდაკლება:

ერთ ორგანიზაციაში დასაქმებული პირები სარგებლობენ შემდეგი სახის ფასდაკლებებით:

  1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
  2. ოთხი თანამშრომელი – 15%
  3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით

 

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

სერტიფიკატი

სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.

მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:  დადებითი შეფასება

საკონტაქტო პირი: ხატია გოგილაშვილი

მის: მარი ბროსეს 1, მეორე სართული, თბილისი, 0108

ელ-ფოსტა: khatia.gogilashvili@gipa.ge

მობ: +995595797252

ღონისძიება აკრედიტებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ და ტრენინგის მონაწილე–ადვოკატებს მიენიჭებათ სავალდებულო 48 კრედიტი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ხატია გოგილაშვილი

ელ ფოსტა: khatia.gogilashvili@gipa.ge

მობ: +995  595 797 252