ადვოკატთა საყურადღებოდ!

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი პრაქტიკოს ადვოკატებს, იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს,  იწვევს ადვოკატთა ასოციაციის მიერ აკრედიტირებულ სასწავლო კურსზე უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები

ტრეინინგი ჩატარდება 14-15 აპრილს, 11:00- 18:00 საათამდე. ტრეინინგის ერთი ასტრონომიული საათი უდრის 1 კრედიტ საათს.

სასწავლო კურსს წარუძღვება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილე- ლევან სანებლიძე.

სასწავლო კურსის ღირებულებაა 100 ლარი. ტრეინინგი ჩატარდება იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სასემინარო დარბაზში. მისამართი: ჯ.კახიძის #15.

ტრეინინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა და გადმოაგზავნონ არაუგვიანეს 12 მარტის 18:00 საათისა, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე legaleducation@legaleducation.ge

 

დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.

საკონტაქტო პირი:

ნინო ბაღაშვილი-558 67 17 54