ადვოკატთა საყურადღებოდ!!!

ტრენერთა შესარჩევი კონკურსი!!!

შეგახსენებთ, რომ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, „ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის“  მხარდაჭერით, იწყებს განაცხადების მიღებას ადვოკატთა ასოციაციის ტრენერთა შესარჩევ კონკურსზე შემდეგ თემებზე:

 

  • მორალური ზიანის ანაზღაურება (1 ტრენერი);
  • ჯვარედინი დაკითხვის ხელოვნება სამოქალაქო და სისხლის სამართლის მიმართულებით (1 ტრენერი);
  • საბანკო სამართლის აქტუალური საკითხები (1 ტრენერი);
  • სასაქონლო ნიშნები (1 ტრენერი).

ტრენერთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

** ადვოკატებს;
** შესაბამის სფეროში გამოცდილების მქონე სხვა პრაქტიკოს იურისტებს;
** იურიდიული ფაკულტეტების/სამართლის სკოლების პროფესორ-მასწავლებლებს.

სხვა სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (სასურველია ამ მიმართულებით კანდიდატს გავლილი ჰქონდეს ტრენინგები/კურსები ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგ ცენტრში ან სხვა სასწავლო დაწესებულებაში);
** მოდულით გათვალისწინებული საკითხების სიღრმისეული ცოდნა.

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
** CV (ქართულ ენაზე);
** უმაღლესი განათლების ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთის/დიპლომის ასლი;
** სამოტივაციო წერილი.
გთხოვთ, სამოტივაციო წერილში ყურადღება გაამახვილოთ, რა კავშირია თქვენს სამუშაო გამოცდილებასა და მოდულის შინაარს შორის. სამოტივაციო წერილით, გთხოვთ, ასევე წარმოადგინოთ იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომელიც, თქვენის აზრით, შესაბამის მოდულში უნდა იქნეს გათვალისწინებული.

შერჩეული ტრენერები შეიმუშავებენ მოდულს და ჩაატარებენ ტრენინგებს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის; მოდულები უნდა შემუშავდეს ქართული სასამართლო პრაქტიკის და შესაბამის შემთხვევებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით.

კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავს კანდიდატების შერჩევას წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე,  მეორე ეტაპი – გასაუბრებას.

ვაკანტური პოზიციის რაოდენობა – 4.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 08.07.2018  18:00 სთ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ განაცხადი ელმისამართზე:  a.goderdzishvili@gba.ge

სათაურის ველში მიუთითეთ – ტრენერთა შესარჩევი კონკურსი, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას გიხდით კონკურსით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!