ადვოკატთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტის“ ორგანიზებით 2018 წლის 15 მაისს, თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება სამუშაო შეხვედრა: „ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების სააპელაციო პალატის (BoA) საქმიანობის და პრაქტიკის მიმოხილვა“.

შეხვედრას გაუძღვებიან ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების სააპელაციო პალატის პრეზიდენტი ტეოფილოს მარგელოსი, მე-2 პალატის თავმჯდომარე სვენ შტუმანი და მე-5 პალატის თავმჯდომარე გორდონ ჰამბრი.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნება ევროკავშირის უახლესი პრაქტიკა სასაქონლო ნიშნებთან და დიზაინებთან მიმართებაში, მათ შორის სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის უარის თქმის საფუძვლები, სამგანზომილებიანი სასაქონლო ნიშნები, ცნობილი და საყოველთაოდ აღიარებული სასაქონლო ნიშნების მიმოხილვა, სასაქონლო ნიშნების და დიზაინის ურთიერთკავშირი.

გაცნობებთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. გთხოვთ, დაინტერესების შემთვევაში ა.წ  7  მაისამდე წერილობით ან ელ.ფოსტით დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა.

საკონტაქტო პირი: ხათუნა ციმაკურიძე.

ტელ: 555 58 58 11

ელ.ფოსტა: ktsimakuridze@sakpatenti.org.ge