ადვოკატთა საყურადღებოდ!

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი პრაქტიკოს ადვოკატებსა და იურისტებს იწვევს ადვოკატთა ასოციაციის მიერ აკრედიტირებულ სასწავლო კურსზე უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები

ტრეინინგი ჩატარდება 2-3 დეკემბერს, 11:00- 18:00 საათამდე. ტრეინინგის ერთი ასტრონომიული საათი უდრის 1 კრედიტ საათს.

სასწავლო კურსს წარუძღვება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილე- ლევან სანებლიძე.

სასწავლო კურსზე განიხილება შემდეგი თემატიკა:

  • საქართველოში საკუთრების ჩამორთმევის წესი და პირობები (ექსპროპრიაცია), სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა.
  • საკუთრება საერთაშორისო სამართალში (ზოგადი მიმოხილვა).
  • სახელმწიფო ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის სამართლებრივი რეგულირება (პრივატიზება საქართველოში). სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა.
  • მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვების შემთხვევები.
  • უფლების მოქმედება დროში, შეზღუდვა იურიდიულ პირებთან მიმართებაში. სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა.
  • უძრავ ქონებაზე საქართველოში განხორციელებული რეფორმების ანალიზი (პირველი, მეორე და მესამე ეტაპების მოკლე მიმოხილვა).
  • სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესი.
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრება საქართველოში.
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებანი უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ დავებზე.
  • ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალური საკუთრების რეგისტრაციის წინაპირობები, საერთო ქონების გაკარგვის წესი.
  • საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირება (ე.წ. „ატსტუპნიკების“ საკითხი).
  • ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონიერი მოსარგებლისთვის არაპრივატიზებული ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევები. სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა.
  • უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უფლებები.
  • საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, როგორც უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოების მოკლე ანალიზი. სარეგისტრაციო წარმოების პროცედურები. რეგისტრაციის დამატებითი პირობები. მიწის ნაკვეთის დანიშნულების რეგისტრაცია და მისი შეცვლა.
  • უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი. უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის ასახვა ბლიკჩეინ სისტემაში. უძრავი ნივთი, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ფარგლები. კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების პრინციპების დაცვა კრედიტორის / იპოთეკარის მიერ უფლების განხორციელებისას.

სასწავლო კურსის ღირებულებაა 100 ლარი. ტრეინინგი ჩატარდება იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სასემინარო დარბაზში. მისამართი: ჯ.კახიძის #15.

ტრეინინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართულიპროგრამის მონაწილის ანკეტა და გადმოაგზავნონ არაუგვიანეს 29 ნოემბრის 18:00 საათისა, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე legaleducation@legaleducation.ge

 

დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.

საკონტაქტო პირი:

ნინო ბაღაშვილი-558 67 17 54