ადვოკატთა საყურადღებოდ!

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი პრაქტიკოს ადვოკატებსა და იურისტებს იწვევს ადვოკატთა ასოციაციის მიერ აკრედიტირებულ სასწავლო კურსზე „ციფრული მტკიცებულებების მოპოვება-დამუშავება, კიბერუსაფრთხოება და კიბერდანაშაული. “ 

ტრეინინგი ჩატარდება 11-12 ნოემბერს, 10:00- 18:00 საათამდე. ტრეინინგის ერთი ასტრონომიული საათი უდრის 1 კრედიტ საათს.

სასწავლო კურსს წარუძღვება კიბერდანაშაულთან და ციფრულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით არსებული კანონმდებლობის დახვეწის სამუშაო ჯგუფის წევრი, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელი – გიორგი პირველი.

სასწავლო კურსზე განიხილება შემდეგი თემატიკა:

  • კიბერდანაშაულის და კიბერუსაფრთხოების შესავალი.
  • შესავალი საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
  • გავრცელებული კიბერდანაშაულების ჩადენის მეთოდები.
  • კიბერსივრცის მარეგულირებელი შიდა და საერთაშორისო სამართალი.
  • სსკ-ით გათვალისწინებული კიბერდანაშაულები .
  • ციფრული მტკიცებულებები.
  • ციფრული მტკიცებულებების მოპოვება და ანალიზი.
  • ციფრულ მტკიცებულებებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები და დოკუმენტები.
  • კიბერუსაფრთხოებასა და კიბერდანაშაულთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვა.
  • კიბერდანაშაულის მომავალი და პრობლემური საკითხები.
  • უსაფრთხოება კიბერსივრცეში.

სასწავლო კურსის ღირებულებაა 100 ლარი. ტრეინინგი ჩატარდება იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სასემინარო დარბაზში. მისამართი: .კახიძის #15.

ტრეინინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული „პროგრამის მონაწილის ანკეტა და გადმოაგზავნონ არაუგვიანეს 9 ნოემბრის 18:00 საათისა, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე“ legaleducation@legaleducation.ge

დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.

საკონტაქტო პირი:

ნინო ბაღაშვილი- 558 67 17 54