ადვოკატთა საყურადღებოდ!

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი  და იბიდი – სამართლისა და მენეჯმენტის ჯგუფი, აცხადებს 5 დღიან ინტენსიურ კურსს პროფესიონალებისთვის ჯანდაცვის სამართალში და მენეჯმენტში.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 24 ოქტომბერი, 2017 .

ინტენსიური 5 დღიანი კურსი განკუთვნილია პროფესიონალებისთვის, რომელიც მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: უფლება ჯანმრთელობაზე, ჯანდაცვის სისტემები, ჯანდაცვის მართვა და ადმინისტრირება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები, ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის ეთიკური და სამართლებრივი საკითხები და სხვა საკითხები დაკავშირებული როგორც ჯანდაცვასთან, ასევე ჯანდაცვის სამართალთან.

კურსი განკუთვნილია იურისტებისთვის, ექიმებისთვის, ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, სახელმწიფო მოხელეებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც მუშაობს ჯანდაცვისა და სამართლის სფეროში.
თარიღი: 13-17 ნოემბერი, 2017
ადგილი: საქართველი, თბილისი

პროგრამის აღწერა:

ლექტორები:

1. სონია კანცატერი, ექიმი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი – ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის წოდება მიღებული აქვს სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტში. ის ასევე არის ჯანდაცვის ადმინისტრირების პროფესორ ასისტენტი მერილენდის უნივერსიტეტში.

სონია კანცატერი, კურსის დროს ისაუბრებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ჯანდაცვის მენეჯმენტის პრინციპების შეფასება, გლობალური ჯანდაცვის სისტემა ტექნოლოგიური ცვლილებების ერაში და სხვა.

2. ოსკარ ა. კარერა, აბოგადო – სამართლის მაგისტრი, ონელი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის ცენტრის პროფესორი. ოსკარ კარერა სხვადასხვა დროს მუშაობდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრში და სხვადასხვა პროექტოებში.

  1. სარა როშე – სამართლის მაგისტრი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი – ონელი ინსტიტუტის ჯანდაცვის სამართლის პროგრამმის დირექტორი,. სარა უძღვება ჯანდაცვის სამართლის პროგრამებს იურისტებისთვის და საჯარო მოხელეებისთვის. კურსის დროს სარა როშე, სხვა საკითხებთან ერთად გაუძვება ისეთ მნიშვნელოვან სესიებს, როგორიცაა: არაგადამდები დაავადებები, რისკ ფაქტორები, თამბაქოს კონტროლი, არაჯანსაღი დიეტა და ჯანმკრთელი ცხოვრების წესის პრინციპები.4. ნინო კიკნაძე – სამართლის და სახელმწიფო მართვის მაგისტრი. ნინო ამჟამად მუშაობს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოში“. ის არის საქართველოს საზოგადოებრი საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ევროკავშირის და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სამართლის ექსპერტად. არის რამდენიმე სტატისს და წიგნის ავტორი.

როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?!
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კურსზე დაიშვება დაახლოებით 25 მონაწილე;

  • მონაწილეობის უფლება აქვთ იურისტებს, ჯანდაცვის პროფესიონალებს, ჯანდაცვის მენეჯერებს, ექიმებს, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლებს, რომელსაც აქვთ გამოცდილება ჯანდაცვაში, საჯარო მოხელეებს და პროფესიონალებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჯანდაცვა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები;
  • პრიორიტეტი მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ მინიმუმ ხუთ წლიანი სამუშაო გამოცდილება და გარკვეული წვლილი მიუძღვით ქვეყნის ამ სფეროს განვითარებაში;
  • ვინაიდან კურსი იქნება ინგლისურ ენაზე, აპლიკანტი კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას;

კურსზე მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს 20 წელზე მეტი ასაკის.

სწავლების ენა: – ინგლიური.

კურსის ღირებულება: – 1760 ლარი – სწავლის ღირებულება უნდა დაიფაროს 2017 წლის 10 ნოემბრამდე.

კურსის თარიღი:  ინტენსიური 5 დღიანი კურსი ჩატარდება 2017 წლის 13-17 ნოემბერს (5 სრული დღე) თბილისში. მონაწილეები ვალდებული არიან დაესწრონ კურსის ხუთივე დღეს სრულად და შეათანხმონ აღნიშნულის შესახებ დამსაქმებლებთან.

სერტიფიკატი: კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის და „იბიდის“ ერთობლივ სერტიფიკატს.

კურსი აკრედიტირებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ და მონაწილე ადვოკატებს მიენიჭება 35 კრედიტ–საათი.

  • აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგი საბუთები: კურიკულუმ ვიტა /CV, რომელიც უნდა იყოს მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 3 გვერდი. სამოტივაციო წერილი (მინიმუმ 600 და მაქსიმუმ 1000 სიტყვა), სადაც კარგად იქნება აღწერილი მონაწილეობის სურვილი, ინტერესის სფერო, პროფესიული გამოცდილება და ორი რეკომენდატორის სახელი და გვარი ელ. ფოსტის და ტელეფონის ნომრის მითითებით.საბუთების შერჩევის პირველი ეტაპის გადალახვის შემდეგ, აპლიკანტს ჩაუტარდება მაქსიმუმ 10 წუთიანი გასაუბრება.

    საბუთების წარდგენის ბოლო ვადა:

საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 24 ოქტომბერი, 18:00 საათი. გთხოვთ, საბუთები გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: course.ibid@gmail.com შეტყობინება კურსზე მონაწილეობის შესახებ თითოეულ აპლიკანტს ეცნობება ოქტომბრის ბოლო კვირაში. დამატებითი შეკითხვები გთხოვთ გამოაგზავნოთ: course.ibid@gmail.com

საკონტაქტო პირი: ნინო კიკნაძე +995 577900515