ადვოკატთა საყურადღებოდ – “სამშენებლო სამართლის პრაქტიკული საკითხები”

ბიზნეს სამართლის ტრენინგ ცენტრი გთავაზობთ სწავლებას თემაზე: “სამშენებლო სამართლის პრაქტიკული საკითხები”
კურსს გაუძღვება ტრენერი ბ–ნ გიორგი ქემხაშვილი.

კურსი ითვალისწინებს შემდეგი საკითხების შესწავლას:

1. შეხვედრა

1. არქიტექტურის და მშენებლობის როლი სახელმწიფოს განვითარების საკითხში.
2. არქიტექტურულ-სამშენებლო პროცესების მარეგულირებელი კანონმდებლობის ზოგადი მიმოხილვა. მოქმედი კანონმდებლობის მიზნები მდგრადი არქიტექტურის განვითარების მიმართულებით.
3. არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელებაზე პოლიტიკის განმსაზღვრელი უფლებამოსილი ორგანოები.
4. მუნიციპალიტეტების როლი არქიტექტურასა და მშენებლობაში.

2. შეხვედრა

1. სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემა, მისი ძირითად პრინციპები, მიზნები და ამოცანები.
2. სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების იერარქია და შემადგენლობა, მათი შემუშავებისა და დამტკიცების წესი.
3. მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები და მათი განხორციელების პრაქტიკული მიმართულებები.
4. განაშენიანების რეგულირების გეგმა, მისი როლი ურბანულ დაგეგმარებაში და პრაქტიკაში განხორციელების საკითხები.

3. შეხვედრა

1. საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა და აუცილებლობა შესათანხმებელი/შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაციის რეალიზაციის პრაქტიკულ საკითხებში და მათი გავლენა დარგში პოლიტიკის განსაზღვრის მიმართულებებზე. კერძო და საჯარო ინტერესების კონფლიქტი მშენებლობის პროცესებში.
2. მიწის ნაკვეთი, როგორც დაგეგმარებისა და მშენებლობისთვის აუცილებელი ელემენტი.

4. შეხვედრა

1. მშენებლობის ნებართვის გაცემის საქმისწარმოების პრაქტიკული საკითხები (თბილისის არქიტექტურის სამსახურის მაგალითზე).

5. შეხვედრა

1. ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების დებულებების პრაქტიკული რეალიზაციის საკითხების მიმოხილვა.
2. შენობა-ნაგებობათა განთავსების და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის წესები.
3. განაშენიანების ძირითად და სპეციალური ზონალური შეთანხმებით დასაშვები სახეობები.
3. სპეციალური ზონალური შეთანხმება (კოეფიციენტების ცვლილება, ფუნქციურად შენობა-ნაგებობების დასაშვები სახეობები განსაზღვრა).

6. შეხვედრა

1. მშენებლობის ნებართვის გაცემის ზოგადი პრინციპები.
2. მშენებლობის სახეობები.
3. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის სამართლებრივი და პრაქტიკული მიმართულებები.
4. შენობა-ნაგებობათა არქიტექტურული პროექტების შეთანხმების სამართლებრივი და პრაქტიკული მიმართულებები.
5. მშენებლობის ნებართვის გაცემის სამართლებრივი და პრაქტიკული მიმართულებები.

7. შეხვედრა

1. კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები
2. კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე სამუშაოების ნებართვის გაცემის პრაქტიკული საკითხები.
3. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხები.
4. კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე უნებართვო საქმიანობის პრაქტიკული შედეგების ანალიზი.

8. შეხვედრა

1. მშენებლობებზე სახელმწიფო ზედამხედველობის.
2. ექსპლუატაციაში მიუღებელი ობიექტების ნაწილობრივი ექსპლუატაციის წესები.
3. შენობა-ნაგებობათა ექსპლუატაციაში მიუღებლობის სამართლებრივი შედეგები.
4. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების თეორიული და პრაქტიკული საკითხები.
5. განვლილი საკითხების შეჯამება.

კურსის გავლის ღირებულებაა 280 ლარი.

სწავლა დაიწყება  2017წ 20 ივლისიდან და გაგრძელდება 5 აგვისტომდე.

კურსის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, შარტავას 40, მე-7 სართ.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე