ადვოკატთა საყურადღებოდ!

იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული სამართლის კომიტეტი USAID-ის პროექტ G4G-ის მხარდაჭერით 2017 წლის, 12 ოქტომბერს აწყობს სასწავლო სემინარს „მომხმარებელთა უფლებები და მათი დაცვის სტანდარტი.“

შეხვედრაზე განხილულ იქნება შემდეგი საკითხები: მომხმარებლის ცნება  და მისი სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში, მხარის ინფორმირების ვალდებულება წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში და მისი სამართლებრივი შედეგები, სტანდარტული პირობები, ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებები და კომპანიების პასუხისმგებლობის ძირითადი საკითხები, ხელშეკრულების მხარეთა ინფორმირების სტანდარტი სადაზღვევო  და საბანკო ურთიერთობებში.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს. სემინარი აკრედიტებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ. დასწრება უფასოა.

დღის წესრიგი

რეგისტრაცია შესაძლებელია ელ. ფოსტაზე info@lpdc.org.ge  ან ტელეფონით:

599 72 47 51 – ნინო ლიპარტია.

ღონისძიება გაიმართება USAID-ის პროექტ G4G-ის ოფისში. ქ. თბილისი, ლ. მიქელაძის #5, (ჩეხეთის საელჩოს უკან.)