ადვოკატთა საყურადღებოდ!

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) გიწვევთ, 2016 წლის 1-3 დეკემბერს  თბილისში, სასტუმროში “Holiday Inn Tbilisi”, საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ეგიდით გასამართ რიგით მესამე არბიტრაჟის დღეებზე.

კონფერენციის წლევანდელი თემატიკა არის: ‘ეფექტიანობა საერთაშორისო დავების გადაწყვეტისას’.

მოგახსენებთ, რომ კონფერენცია იმართება საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანიზებით და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

კონფერენციის ფარგლებში საერთაშორისო დონეზე აღიარებული და წამყვანი ადვოკატები, არბიტრები და ექსპერტები განიხილავენ საერთაშორისო არბიტრაჟის მწვავე და აქტუალურ საკითხებს, ინტერაქტიულ და საინტერესო ფორმატში, რასაც შემდეგ მოყვება კითხვა პასუხის სესია. კონფერენციის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება ICDR Young & International-ის და ICC Young Arbitrators Forum (YAF)-ის ღონისძიებაკონფერენციაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.

კონფერენცია აკრედიტებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ და მონაწილე ადვოკატები შეძლებენ სავალდებულო კრედიტ–საათების დაგროვებას.


დეტალური ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთის იხილეთ კონფერენციის ვებგვერდი
www.giacarbitrationdays.ge