არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, სპეციალიზებულ კურსში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ!

ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი აცხადებს ადვოკატთა შერჩევას
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე,
სპეციალიზებულ კურსში მონაწილეობის მისაღებად!

კურსის ხანგრძლივობა: 3 დღე.
სერტიფიცირება: სპეციალიზებული კურსი დასრულდება ტესტირებით და მხოლოდ წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემა სპეციალიზების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ტრენერები: კურსს გაუძღვებიან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე,  ადვოკატთა სწავლებისთვის, სპეციალურად გადამზადებული ტრენერები და ფსიქოლოგები.
სასწავლო მოდული: სპეციალიზებული კურსის სასწავლო მოდული მოიცავს, სამართლებრივი და ფსიქოლოგიური კომპონენტების, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მასალებს

(იხილეთ კურსის სახელმძღვანელო მასალის კრებული)

სპეციალიზებული კურსის გავლის შემდეგ, ტესტირებაზე სახელმძღვანელოდან ბარდება შემდეგი მასალა:

  1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;
  2. გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია;
  3. გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპები არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით (რიადის სახელმძღვანელო პრინციპები);
  4. გაერო-ს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ (‘პეკინური წესები’);
  5. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი #10 მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის უფლებების შესახებ.

    სპეციალიზებულ კურსში მონაწილეობის პირობები

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • სამოტივაციო წერილი;
  • კაზუსის ვრცელი–დასაბუთებული განხილვა (იხილეთ კაზუსი)

 საბუთები (ქართულ ენაზე) უნდა გაიგზავნოს ელ. მისამართზე:

gbatrainingcenter@gmail.com 

სამოტივაციო წერილში მიუთითეთ სახელი, გვარი ადვოკატის სიითი ნომერი და რომელ ქალაქში გნებავთ კურსის გავლა:
თბილისი, თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი

  საბუთების მიღება წარმოებს
 2017 წლის, 25 ოქტომბრის 18:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: (+995 32) 2 987878 / 558563354 / 577762077/ 555070786 / 555010605 / 555007708