ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია გაგრძელდა

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია
გაგრძელდა 2018 წლის, 14 სექტემბრის 18:00 საათამდე. მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ სისხლის სამართლისა და საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით!

გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი ითვალისწინებს გამოცდის თეორიული მასალის, უახლესი საკანონმდებლო ცვლილებებისა და ტესტის/კაზუსის ამოხსნის მეთოდების შესწავლას.

მოსამზადებელი კურსის საფასური  სისხლის სამართლის სპეციალიზაციის განხრით შეადგენს 700 ლარს, ხოლო საერთო სპეციალიზაციის განხრით, 900 ლარს.

კურსებზე სწავლა დაიწყება 2018 წლის 17 სექტემბრიდან და გაგრძელდება 30 ნოემბრამდე.

ლექციების განრიგს სპეციალიზაციის მიხედვით, მოსამზადებელი კურსის სარეგისტრაციო ვადის დასრულებისთანავე მიიღებთ.
ლექციები ჩატარდება ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა, 18:30 საათიდან 22:00/23:00 საათამდე.
ლექციების ჩატარების ადგილი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. 33/36 და ასევე რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის შესახებ დეტალური ინფორმაცია კურსის მსმენელებს ეცნობებათ სარეგისტრაციო ვადის დასრულებისთანავე.

გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსებზე სწავლების საფასურის გადახდა ხორციელდება
შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
VTB “ვითიბი” ბანკის კოდი – UGEBGE22
ანგარიშის ნომერი – GE97VT 6600 0000 0080 3803
ადვოკატთა ასოციაციის საიდენტიფიკაციო კოდი  – 202 255 692.

მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ ქვემოთ მოცემული გრაფები და
ატვირთეთ კურსის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: (+995 32) 2987878 / 555070786 / 555010605 / 555007708
სამუშაო საათებია 10:00-დან  19:00 საათამდე
მისამართი: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. #33
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *