ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები!

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით რამდენიმე წელია ახორციელებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის რეფორმას. რეფორმის ფარგლებში მომზადდა ელექტრონული პროგრამა, შემუშავდა სასწავლო ვიდეო რგოლი კომპიუტერული პროგრამის გამოყენების მიზნით, გადამზადება გაიარა ექსპერტთა ჯგუფმა კაზუსის წერის ტექნიკაში, შეიცვალა საგამოცდო კითხვები ანალიტიკური კაზუსებით, გაიწერა დეტალური საგამოცდო პროგრამა და მომზადდა სანიმუშო კაზუსები.

2017 წლის საშემოდგომო გამოცდაზე პირველად ეძლევათ კანდიდატებს საშუალება ისარგებლონ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი სახელმძღვანელოთი, სადაც წარმოდგენილია გამოცდისთვის სანიმუშოდ შემუშავებული კაზუსების კრებული, რომელშიც 100 კაზუსი და დეტალური საგამოცდო პროგრამა შედის. კრებული და პროგრამა საშუალებას მისცემს გამოცდის ჩაბარების მსურველებს უკეთესად მოემზადონ და წარმატებით ჩააბარონ გამოცდა.

გამოქვეყნებულია