ადვოკატთა ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ!

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (TSU NCADR ) მხარდაჭერით, 3 ეტაპად ატარებს 2 დღიან ტრენინგს თემაზე: „ადვოკატის როლი მედიაციის განვითარებაში“.

ტრენინგი ჩატარდება 2018 წლის 5 – 6 და 12 – 13 მაისს, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, ხოლო 19 – 20 მაისს, ტრენინგი ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ტრენინგის ჩატარების ზუსტი დრო და ადგილი დარეგისტრირებულ მონაწილეებს ეცნობებათ მოგვიანებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,  რეგისტრაციისთვის  გამოგზავნოთ განაცხადი მითითებულ ელ-ფოსტაზე -t.imnaishvili@gba.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ,,მედიაცია“.

რეგისტრაცია შესაძლებელია მიმდინარე წლის 3 მაისის ჩათვლით 18:00 საათამდე.

ტრენინგში მონაწილეობას შეძლებს პირველი 30 რეგისტრირებული წევრი.

აღნიშნული ტრენინგი მოიცავს 12 კრედიტ საათს.